გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, 23 და 24 მარტს მორიგ პრემიერას აანონსებენ.
თანამედროვე რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი გორელ თეატრისმოყვარულებს ო. ჰენრის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით - „წითელკანიანთა ბელადი“ წარუდგენს.
წარმოდგენაში მაღი არღუთაშვილი, თორნიკე ბასიშვილი, ელენე დარჩია, ზვიად მაღალაშვილი, კობა კოპაძე და გიორგი ჩოჩნიძე მონაწილეობენ.
თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბილეთებს შეძენა უკვე შესაძლებელია თეატრის სალაროში ან ონლაინ, საიტზე: www. biletebi. ge
სპექტაკლი 18:00 დაიწყება.