სენსაციური გამარჯვებით დაიწყო გორის ,,დილამ" ეროვნული ლიგის ახალი სეზონი.
ჩემპიონატის სტარტზე გორელებს სტუმრად ქუთაისის ,,ტორპედოსთან" მოუწიათ პაექრობა და მიუხედავად მასპინძელი გუნდის ხმაურიანი წინასასეზონო სამზადისისა, შინ სამი ქულით დაბრუნდნენ.
,,ტორპედოში", სულ ახალახანს, ახალი მეპატრონეები მივიდნენ. კლუბს სათავეში იტალიელები ჩაუდგნენ და ამბიციური გეგმების შესახებაც ისაუბრეს.
მიუხედავად ამისა, პირველი ტურის მატჩში, ,,დილამ" ,,ტორპედოს" 2 უპასუხო გოლი გაუტანა. ბურთები ქუთაისელთა კარში მატჩის დასაწყისსა და დასასრულს შევარდა. მე–13 წუთზე თავი ნუგზარ სპანდერაშვილმა გამოიჩინა, 89–ე წუთზე კი, ჩვენი ქალაქის გუნდის მალაველმა ლეგიონერმა, ფრანცისკო მადინგამ.
მომდევნო ტურში ,,დილა" 8 მარტს თელავში ითამაშებს ადგილობრივ საფეხბურთო კლუბთან.
პირველ საშინაო შეხვედრაში კი, გორელები 12 მარტს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ,,სამტრედიას" დაუხვდებიან.