საზოგადოება
11.03.2024 11:30
გორში ქალი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

გორმა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა.

აქტივობა ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მოეწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული კულტურა, როგორც კერძების, ასევე, ხელნაკეთი ნივთების სახით.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, ხელისუფლების წარმომადგენლები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

გამოფენა-გაყიდვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

კვირის ამბები