გორის „ივერიონი“ გურჯაანის „დელტას“ დაუპირისპირდა - მატჩი გორელთა გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში გორის საკალათბურთო გუნდი „ივერიონი“ გურჯაანის „დელტას“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა გორელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 92:67 დასრულდა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ცნობით, ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 9 აპრილს ჩატარდება. გორის „ივერიონი“ ქუთაისის საკალაბურთო გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისში ჩატარდება.