გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გორში, სადგურის დასახლებაში, მიჩურინის და გორიჯვრის ქუჩებიდან ოჯახების გაყვანა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების კვლევის საფუძველზე მიიღო.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი სადგურის დასახლებაში, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა. მან კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია არსებულ მდგომარეობაზე და მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დატოვება ურჩია.
„გორის მერის მოადგილემ კიდევ ერხელ გააფრთხილა ადგილობრივები და ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა.
ამ ეტაპზე 2 ოჯახი მერიის შეთავაზებას დათანხმდა და მათი ქირით გაყვანა მოხდა“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, გორის მერიამ არსებული საფრხის შესახებ წითელ ზოლში მოხვედრილ 20 ოჯახს წერილობითაც აცნობა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო მიიღო, რაც თებერვალში გორში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია.