საზოგადოება
07.03.2024 14:03
მესაკუთეები, რომლებმაც 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები გემზე 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ჩატვირთეს, ავტომობილების რეგისტრაციას შეძლებენ
მესაკუთეები, რომლებმაც 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები გემზე 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ჩატვირთეს, ავტომობილების რეგისტრაციას შეძლებენ
ავტომფლობელები და ავტოიმპორტიორები, რომელმაც 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები გემზე 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ჩატვირთეს, ავტომობილების რეგისტრაციას შეძლებენ.
როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი „ფეისბუქზე“ წერს, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება მალე გამოქვეყნდება.
„საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის და ჩვენი მეგობრების აქტიურობით, ავტომფლობელებს და ავტო იმპორტიორებს, რომელთაც გემზე დატვირთვა 1-ელ დეკემბრამდე ვერ მოასწრეს და მომსახურების სააგენტო 2013 წლის ქვემოთ ავტომობილს არ ურეგისტრირებდა, პრობლემა მოუგვარდათ. შეღავათების თარიღმა 2023 წლის ბოლომდე გადაინაცვლა (მთავრობის დადგენილება მალე გამოქვეყნდება). სამწუხაროდ, დარჩნენ ავტომფლობელები ამ შეღავათების მიღმა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ გაკეთდა მაქსიმუმი“, _ წერს ალექსი ნონიაძე.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი და, შესაბამისად, განბაჟება შეიზღუდა. აკრძალვა არ ეხებოდათ იმ ავტომობილებს, რომლებიც გემზე 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე ჩაიტვირთა, თუმცა, 1-ელ იანვრამდე ჩამოსვლა ვერ მოასწრო. შეზღუდვა, ასევე, არ ეხება რეექსპორტზე გასაყვან ავტომობილებსაც.
კვირის ამბები