გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი ვასილ ბალახაძე, გორის საფეხბურთო კლუბ „გორის“ ფეხბურთელებს შეხვდნენ.
სტუმრებმა 2013 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდს მიღწეული წარმატება მიულოცეს და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს.
შეგახსენებთ, საფეხბურთო კლუბი „გორი“ 2013 წელს დაბადებულთა შორის „მშვიდობის თასი 2024“-ის გამარჯვებულია. გორელებმა ფინალში „ინტერის აკადემია“ ანგარიშით 3:2 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ გუნდი არაერთი შეჯიბრის გამარჯვებულიცაა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს