გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება მოსახლეობის ხუთ კატეგორიას გაეწევა. ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს დევნილების, ომის ვეტერანების, უპატრონო მიცვალებულების და იმ ოჯახების წევრების სარიტუალო ხარჯების დაფინანსებას, რომლებიც სარგებლობენ მერიის ქირავნობის პროგრამით და უწყების მიერ უზრუნველყოფილნი არიან დროებითი საცხოვრებელი ფართებით. რაც შეეხება შემწეობის თანხის ოდენობას 400 ლარია.
შეგახსენებთ, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. კუთვნილი თანხის მისაღებად, მათ წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას. დახმარების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge.