თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში გამართულ ევროპის თასზე კადეტთა შორის, საქართველოს ნაკრებმა 14 მედალი მოიპოვა.
ნაკრების მონაპოვარიდან 5 მედალი გორელების ანგარიშზეა.
ევროპის თასის გამარჯვებულები გახდნენ ეთერ ასკილაშვილი (63 კგ.) და ჯუმბერ მელაძე (73 კგ.)
გიორგი ტერაშვილმა (73 კგ.), გიორგი მარმალიძემ (81 კგ.) და არჩილ მამულაშვილმა (90 კგ.) ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოს ჩემპიონატზე კადეტთა შორის ასკილაშვილის და მელაძეს ოქროს მედლები არ მოუპოვებიათ, მაგრამ ანტალიაში, უფრო მაღალი დონის შეჯიბრებაზე შეძლეს უკეთესი უწინდელზე შედეგის მიღწევა.
ამ ასაკში საქართველოს ნაკრების დაკომპლექტება არ დასრულებულა. შემადგენლობა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე უნდა მიიღოს მონაწილეობა ანტალიასთან ერთად კიდევ რამდენიმე ტურნირზე მოპოვებული შედეგების მიხედვით გაირკვევა.