ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს, გორში თეატრალურის კვარტეტის სოლო კონცერტი გაიმართება.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში (მშვიდობის გამზირი №12/ა) ჩატარდება.
კონცერტი 14:00 საათზე დაიწყება.
დასწრება თავისუფალია.