გორში ქალი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ღონისძიება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 9 მარტს, 12:00-დან 17:00 საათამდე ჩატარდება და ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნება.
აქტივობაში მონაწილეობას მიიღებენ მეწარმეები სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებიდან და სოციალური საწარმოებიდან.
„ქალი მეწარმეები გაყიდიან ქართულ დელიკატესებს, ხელნაკეთ ნივთებს, სამკაულებს და ბევრ სხვა ხელნაკეთ პროდუქტს. ასევე გათვალისწინებულია კერძებით გამასპინძლება და აქტივობები ბავშვებისთვის“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა-გაყიდვა გორის სამხატვრო სკოლაში (ფარნავაზის ქ. №1) გაიმართება.