საზოგადოება
06.03.2024 15:15
დღეს მსოფლიოში ენერგოეფექტურობის დღე აღინიშნება

6 მარტს მსოფლიოში ენერგოეფექტურობის დღე აღინიშნება.

თარიღის დაწესება მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ენერგიის გონივრული და მდგრადი გამოყენების გზით, ენერგიის მოხმარების შემცირების აუცილებლობის შესახებ.

როგორც გარემოსდაცვით ორგანიზაციებში აცხადებენ, ამისთვის მრავალი მარტივი ხერხი არსებობს, რომელთა გამოყენება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი,  მაგალითად: განათების და ელექტრო მოწყობილობების გამორთვა, როდესაც მათ არ იყენებთ; LED ნათურების გამოყენება; გადასაადგილებლად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან ველოსიპედის არჩევა და სხვა.

„ერთ-ერთი გზა ტრადიციული ღუმელის ენერგოეფექტური ღუმელით ჩანაცვლებაა, რომელიც ორჯერ მეტს ათბობს და ორჯერ ნაკლებ შეშას მოიხმარს. აქვე გეტყვით, რომ  სოფლის განვითარების სააგენტო ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას აგრძელებს. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებს ღუმელის შეძენისას ღირებულების 30%, არაუმეტეს 300 ლარი დაუფინანსდებათ. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მასშტაბით, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა. დაინტერესებულ პირებს, მეტი ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ ვებგვერდზე: rda.gov.ge“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები