საზოგადოება
06.03.2024 12:37
„ჯარის ბანაკი“ წელს 2160 მოსწავლეს უმასპინძლებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად პროექტს - „ჯარის ბანაკი“ წელსაც განახორციელებს.

როგორც ცნობილია, 2024 წელს „ჯარის ბანაკი“ გასულ წელთან შედარებით სამჯერ მეტ მონაწილეს მიიღებს და ჯამში 2160 მოსწავლეს უმასპინძლებს.  

რაც შეეხება პროექტის  მიზანს, ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაა.

შეგახსენებთ, აღნიშნული პროექტი, პირველად, გასული წლის ზაფხულში, კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში განხორციელდა და მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კვირის ამბები