გორის ხელოვნების სახლში კინოჩვენება გაიმართება. მაყურებელი იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმს - „ჩემი ოთახი“ იხილავს.
„ფილმის შინაარსი მოგვითხრობს 24 წლის გოგონაზე, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი პროვინციიდანაა. თინას ოჯახისთვის მიუღებელი საქციელის გამო, ოჯახიდან წამოსვლა და ცხოვრება თავიდან დაწყება მოუწევს. დედაქალაქში ჩამოდის, ქირაობს ოთახს საზიარო ბინაში მისივე ასაკის გოგონასთან ერთად, რომელსაც თინასგან რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების სტილი აქვს“, - აღნიშნულია ხელოვნების სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კინოჩვენება 8 მარტს 19:00 საათზე დაიწყება. ფილმის ბოლოს გაიმართება დისკუსია.