გორში „კიბერ ფესტივალი“ გაიმართა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, ღონისძიება პირველად ჩატარდა და კონკურსის წესით შერჩეული 16-დან 25 წლამდე ასაკის 48 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
ფესტივალის ფარგლებში, კომპიუტერული თამაშების სამ სახეობაში ინდივიდუალური შეჯიბრებები ჩატარდა. გამარჯვებულებს სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
პროექტი „ჰორიზონტის“ ინიციატივით დაიგეგმა. ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.
ღონისძიების მიზანს ახალგაზრდებში სტრატეგიული აზროვნებისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.