საზოგადოება
06.03.2024 11:36
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო და „საზოგადოება ბილიკი“ ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსა და „საზოგადოება ბილიკს“ შორის ორწლიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი შათირიშვილმა და „ბილიკის“ თავმჯდომარემ მარიკა მღებრიშვილმა მოაწერეს.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ურთიერთთანამშრომლობის მიზანი, საერთო ინტერესების და კომპეტენციის ფარგლებში, ერთობლივი პროგრამების/პროექტების დაგეგმვა, შემუშავება და განხორციელებაა.

ერთ-ერთი, რაც მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება, არის პროექტი - „ინკლუზიური განათლება გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“.

„აღნიშნული პროექტის მიზანია, ხელი შეეწყოს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში განვითარების ეტაპების დაყოვნების, ან/და შშმ სტატუსის რისკის მქონე ბავშვების მომსახურებას სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისად, რაც, თავის მხრივ, ექსპერტის სიტუაციურ ანალიზს და  ფოკუს ჯგუფებთან სხვადასხვა შეხვედრას გულისხმობს“, - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.
კვირის ამბები