გორელი თავისუფალი სტილის მოჭიდავე გიორგი გეგელაშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებს შორის.
შეჯიბრება გასულ უქმეებზე თბილისში გაიმართა და მასში გორელმა მოჭიდავეებმა 7 სხვადასხვა სინჯის მედალი დაისაკუთრეს.
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლიდან გიორგი გეგელაშვილის (57 კგ.) გარდა, კიდევ ერთი, ოღონდ ბრინჯაოს მედალი თემურ ბერუაშვილმა (74 კგ.) აიღო.
კიდევ 4 მედალი ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. ვერცხლის პრიზიორი გახდა მარინა ჩერტკოევი (50 კგ.), ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს დავით მიკიჩიანმა (52 კგ.), მერაბ სულეიმანაშვილმა (86 კგ.) და გიორგი რომელაშვილმა (90 კგ.).