,,ვიცით, რომ მომხმარებლებს უჭირთ ჩვენს სერვისებზე წვდომა. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ", - ამგვარი კომენტარით შემოიფარგლა კომპანია Meta-ს ოფიციალური წარმომადგენელი ენდი სტოუნი Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობაში დაფიქსირებულ მასშტაბურ შეფერხებაზე კომენტირებისას.
ცნობისთვის, გლობალური შეფერხება დღს 19 საათიდან დაიწყო, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა ერთი საათის განმავლობაში სრულად პარალიზებული იყო, Facebook-ის და Instagram-ის მომხმარებლები საკუთარ გვერდებზე ვერ შედიოდნენ, მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა მიიღო შეტყობინება, რომ მათ სოციალურ ქსელზე წვდომის ვადა ამოეწურათ.
ამ დროისთვის, ორივე პლატფორმის მუშაობა ნაწილობრივ აღდგენილია.