კულტურა
05.03.2024 12:22
16 და 17 მარტს გორის თეატრში პრემიერა გაიმართება

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში 16 და17 მარტს მორიგ პრემიერას აანონსებენ.

თანამედროვე რეჟისორი ლუკა ინწკირველი გორელ თეატრისმოყვარულებს ანკა ვინსდეის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით - „მუდამ ერთად“ წარუდგენს.

წარმოდგენაში ორი მსახიობი - ელენე დარჩია და  ანკა დიდმანიძე მონაწილეობს.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბილეთებს შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში ან ონლაინ საიტზე: www. biletebi. ge

სპექტაკლი 19:00 დაიწყება.

კვირის ამბები