საზოგადოება
03.03.2020 12:12
გორის სამხედრო ჰოსპიტალში 16 პირია მოთავსებული, მათ შორის ირანის 4 მოქალაქე

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ დროისთვის 16 პირია მოთავსებული.

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის განცხადებით, რამდენიმე პაციენტის ანალიზები გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხებს ელოდებიან.

,,გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ დროისთვის მოთავსებულია 16 პირი. მათგან ოთხი ირანის მოქალაქეა, 12 საქართველოს მოქალაქე, საიდანაც სამი სამხედრო მოსამსახურეა. ამ დროისთვის ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ირანის მოქალაქეებს შემოყვანისას აღენიშნებოდათ მაღალი ტემპერატურა, თუმცა, ამ დროისთვის მდგომარეობა დაურეგულირდათ.

აღებულია ანალიზები გადაგზავნილია და ველოდებით პასუხებს ლუგარის ლაბორატორიიდან”, - განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო ზონა 1-ლი მარტიდან ამოქმედდა.

კვირის ამბები