სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ზონალურ ეტაპზე ფრენბურთში შიდა ქართლიდან ორი გუნდი იასპარეზებს.
შეჯიბრის ზონალურ ეტაპზე მონაწილეობას გორიდან - გოგონების (მესამე საჯარო სკოლა), კასპიდან კი ბიჭების (მეორე საჯარო სკოლა) გუნდი მიიღებს.
ორივე გუნდი ოლიმპიადის რეგიონული ეტაპის გამარჯვებულია.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, რეგიონულ ეტაპზე კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის ის გუნდები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მუნიციპალურ შეხვედრებში გაიმარჯვეს.
რეგიონული ეტაპის ფინალური შეხვედრები გორში ჩატარდა. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.
„სასკოლო სპორტულ ოლიმპიადის ფარგლებში, რეგიონული შეჯიბრებები გეზრბენში და ფრენბურთში უკვე გაიმართა. ასპარეზობები ხუთ სპორტის სახეობაში - კალათბურთში, ხელბურთში, მინი ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბადმინტონში იგეგმება“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება