გორელმა ძიუდოისტებმა კადეტთა შორის გამართულ ანტალიის ევროპის თასზე ხუთი მედალი მოიპოვეს.
მოპოვებული მედლებიდან ორი ოქროს, სამი კი ბრინჯაოს სინჯისაა.
მალხაზ შატაკიშვილმა (90 კგ.) და ნოდარ კობალაძემ (+90 კგ.) შეჯიბრი ოქროს მედლით და ჩემპიონის ტიტულით დაასრულეს.
ლუკა დათაშვილი (60 კგ.), ქეთი რობაქიძე (70 კგ.) და იოანე აბალაკი (+90 კგ.) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
საპრიზო ადგილზე გასული გორელი სპორტსმენებიდან, იოანე აბალაკი კლუბ „გორიჯვარის“ წარმომადგენელია, დანარჩენი ძიუდოისტები კი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სკოლის სპორტსმენები არიან.
გორში ნალექია მოსალოდნელი ღამის 3-დან დილის 5 საათამდე და ასევე წვიმაა ნავარაუდევი 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში
ვიწყებთ „ქართული ოცნების“ მიზნებისა და ამოცანების საზოგადოებისთვის გაცნობას - მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ