გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მარტიდან გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ნალექი და ტემპერატურის კლება.
6 მარტს მოსალოდნელია პერიოდულად ღუბლიანობა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, 18 საათიდან კი მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით.
ღრუბლიანობა, +9 გრადუსი დღისით და პერიოდულად წვიმაა ნავარაუდევი 7 მარტს.
სინოპტიკოსების ცნობით, მუნიციპალიტეტის ზოგიერთ მონაკვეთზე მცირე წვიმაა მოსალოდნელი 8 მარტსაც, ჰაერი კი დღისით +12 გრადუსამდე გათბება.
ღრუბლიანობა და წვიმაა მოსალოდნელი 9 და 10 მარტსაც, 11 მარტიდან კი გორის მუნიციპალიტეტში გამოიდარებს.