საზოგადოება
04.03.2024 16:16
ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებას ეროვნული გამოცდები აღარ დასჭირდება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე იქნება შესაძლებელი, მაგრამ თუ გამოსაცდელს სურვილი ექნება, გრანტი მოიპოვოს, საერთო სამაგისტრო გამოცდა უნდა ჩააბაროს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ნინო წერეთელის განცხადებით, რიგ მიმართულებზე ბაკალავრიატის 3-წლიანი და სამაგისტრო 1-წლიანი პროგრამები ძალაში 2025 წლიდან შევა.

ვადასტურებ, რომ როგორც განათლების და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა, მაგისტრატურაზე გამოცდების გარეშე ჩაბარება იქნება შესაძლებელი, მაგრამ თუ გამოსაცდელს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, საერთო სამაგისტრო უნდა ჩააბაროს“. - აღნიშნა ნინო წერეთელმა.

კვირის ამბები