საზოგადოება
04.03.2024 16:14
ზერტის საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა

ზერტის საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა.

ვაკანტურ ადგილზე განცხადების წარმდგენი პირი სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ჰქონდეს პროფესიული განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან იყოს სტუდენტი; ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ; ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე;

დამსაქმებლის განმარტებით, უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს ფსიქოლოგის, მასწავლებელის, სპეციალური მასწავლებელის, ოკუპაციურ თერაპევტის, სოციალურ მუშაკის, სამედიცინო განათლება;

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 300 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 10 მარტის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.

კვირის ამბები