საზოგადოება
04.03.2024 11:39
გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს დედის დღე მიულოცეს

გორის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორმა ილია რაზმაძემ თანამშრომელ დედებს დედის დღე მიულოცა და ყვავილები გადასცა.

როგორც ილია რაზმაძემ აღნიშნა, დედას ადამიანების ცხოვრებაში უდიდესი როლი აკისრია და განსაკუთრებული დაფასება სჭირდება.

„დედებს დაფასება და პატივისცემა სჭირდებათ არა მარტო ოჯახისაგან, არამედ საზოგადოებისგანაც. დედობა ცალკე პროფესია და საქმიანობაა. დედის როლი საზოგადოების ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა გორის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორმა ილია რაზმაძემ.

ცნობისთვის, 3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, რომელიც პირველმა პრეზიდენტმა დააწესა. ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა, დღემდე, 3 და 8 მარტი ცალკე დღესასწაულებლად აღინიშნება და ორივე თარიღი უქმედაა გამოცხადებული.

კვირის ამბები