გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბზინეს ვოიკოვსკის შეხვდა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტის მზაობაზე, აქტიურად ჩაერთოს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტებსა და პროგრამებში. გარდა ამისა, ხაზი გაუსვა ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებული სოფლების და იქ მცხოვრები მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების საჭიროებას.
გორში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს და შეთანხმდნენ, რომ გარემოს დაცვის და თემის გაძლიერების მიმართულებით, აქტიურად ითანამშრომლებენ.
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე თარხნიშვილი, გორის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ედიშერაშვილი, დაცული ლანდშაფტის მართვის განყოფილების ხელმძღვანელი თენგო ცერცვაძე ესწრებოდნენ.