ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ღონისძიებები მიმდინარეობს რეგიონებშიც.
შიდა ქართლში არსებულ ვითარებასა და პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა მხარის რწმუნებულმა. შეხვედრას შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელები ესწრებოდნენ.
რეგიონში არსებული ვითარებასა და პრევენციულ ზომებზე მსჯელობისას, უწყების თითოეულმა წარმომადგენელმა სახელმწიფო რწმუნებულს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, დაგეგმილია საგანმანათლებლო და საააღმზრდელო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.
რეგიონებში მოქმედ სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.
უკვე ცნობილია, რომ სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, შიდა ქართლის რეგიონში უქმდება 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.