ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში - ქვემო არცევსა და მერეთში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსგან მიღებული გრანტით სპორტული მინი მოედნების მოწყობა მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, პროექტის მიხედვით მოედნებზე ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარები, ღობე, შესასვლელი კარი და გარეგანათება მოეწყობა.
„ორივე პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 265 561 ლარია. გორის მუნიციპალიტეტმა გრანტის სახით 500 000 ჩინური იუანი (190 000 - მდე ლარი) მიიღო. პროექტისთვის საჭირო თანხის ნაწილი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო“, - აცხადებენ მერიაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება