გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7, 8, 9 მარტს, საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ნალექი ბარში წვიმის, მაღალი ზონის დასახლებულ პუნქტებში კი თოვლის სახით.
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, სინოპტიკოსების ცნობით, 7, 8 და 9 მარტს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 7 მარტს დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, +11 გრადუსია ნავარაუდევი 8 მარტს, 9 მარტს კი მოსალოდნელია 9 გრადუსი სითბო.
რაც შეეხება მთიან ზონას და ზამთრის კურორტებს, 7, 8, 9, და 10 მარტს, ბაკურიანში, გუდაურსა და მესტიაში ინტენსიური თოვაა მოსალოდნელი.