პროექტის - „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, ბაკურიანში ეტლითხილამურების ტრადიციული ჩემპიონატი მოეწყო.
აქტივობაში გორელებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები და შშმ პირები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით მოეწყო, რომელთანაც გორის მერია „სპორტული ღონისძიებებისა და პროექტების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში თანამშრომლობს.
„ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ინიციატივის მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციაა. ეტლითხილამურების ჩემპიონატის გარდა, პროექტის ფარგლებში, შშმ პირების ჩართულობით სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიება იმართება“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება