საზოგადოება
29.02.2024 14:57
ექსპერიმენტული პროექტი - „ღია გალერეა“ დასრულდა

გორის ხელოვნების სახლის ART HOUSE ექსპერიმენტული პროექტი - „ღია გალერეა“ დასრულდა.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ინოვაციურ პროექტში მონაწილეობა 35-მა არტისტმა მიიღო.

ხელოვნების სახლის საგამოფენო სივრცეში, 20 იანვრიდან 25 თებერვლის ჩათვლით, წარმოდგენილი იყო ფერწერა, გრაფიკა, დაზგური გრაფიკა, ტიხრული მინანქარი, ციფრული მხატვრობა, ფოტოგრაფია, ჯამში, 75 ნამუშევარი და 2 სკეჩბუქი.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, საგამოფენო დარბაზები ხშირად არაა ხელმისაწვდომი ახალგაზრდა, დამწყები არტისტებისთვის. მათ ბევრი ბარიერის გადალახვა უწევთ, რომ მოხვდნენ ასეთ სივრცეებში, რაც სფეროს განვითარების შეფერხებას და ხელოვნების თავისუფლების კლებას იწვევს. პრობლემად რჩება, ასევე, ხელოვანებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობაც და პროექტიც სწორედ აღნიშნულის ხელშეწყობას ითვალისწინებდა.

უახლოეს მომავალში კი იგეგმება „ღია გალერეა 20 24“-ის ციფრული კატალოგის შექმნაც.

კვირის ამბები