მარნეულში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე , გორელებმა ორი - ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრში 2008-2009 წწ. დაბადებული მოკრივეები მონაწილეობდნენ.
გორელთაგან ვერცხლის მედალს და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს გიგი ნონიკაშვილი (66 კგ.) და თეკლა არბოლიშვილი (54 კგ.) დაესაკუთრნენ.
ანანო ყეინიშვილი (48 კგ.) კი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
საპრიზო ადგილებზე გასული სამივე სპორტსმენი ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სკოლის აღზრდილია.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს