საზოგადოება
02.03.2020 12:52
2019-2020 სასწავლო წლის უფასო ფაკულტეტების სია გამოქვეყნდა

2019-2020 სასწავლო წლისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები დაამტკიცა. შესაბამის ბრძანებას განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ მოაწერა ხელი.

„შეგახსენებთ, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავად განსაზღვრავს ადგილების რაოდენობებს, რომლებზეც სტუდენტის სწავლის საფასურს სახელმწიფო დააფინანსებს. ამიტომ ყურადღებით გაეცანით ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვითაა დალაგებული. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მისაღები კონტინგენტი და სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობა შესაძლოა განსხვავებული იყოს. ამიტომ დეტალური ინფორმაციისათვის აუცილებლად მიმართეთ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2019-2020 სასწავლო წლის უფასო ფაკულტეტების სია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე - ცნობარი

კვირის ამბები