მუნიციპალიტეტის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, გორში 2 ახალი ქუჩა მოეწყობა.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მერიის თანადაფინანსებით, პროექტზე, ჯამში, 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
ერთ-ერთი ქუჩის მშენებლობა მდინარე მეჯუდის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარეობს და გოგებაშვილის ქუჩის პარალელური სანაპირო ერთმანეთს პუშკინის ქუჩას და ცხინვალის გზატკეცილს დააკავშირებს.
აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია 1033 მეტრი ახალი გზის მშენებლობა საფეხმავლოებით და პანდუსებით, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საყრდენ კედელს, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, მოაჯირები, რეკრეაციული ზონა და დამონტაჟდება გარეგანათება. პროექტზე 1 929 590 ლარი დაიხარჯება.
რაც შეეხება მეორე ქუჩას, გვერდწითელის ქუჩის გაგრძელებაზე მოეწყობა და 204 მეტრი გზის მშენებლობაზე 800 000 ლარი დაიხარჯება.
ქუჩემის მოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია და როგორც ადგილობრივ თვითმმარეთველობაში აცხადებენ, ახალი ქუჩების მშენებლობა წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს.