საზოგადოება
29.02.2024 13:38
ტყვიავის და მარანას დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - გორის მერია

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ტყვიავის და მარანას დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მერიის თანადაფინანსებით 2300 მეტრი სიგრძის გზა კეთილმოეწყობა.

პროექტი ითვალისწინებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ტროტუარების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების და სანიაღვრეების მოწყობას.

ინფრასტუქტურული პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 1 843 680 ლარია.

კვირის ამბები