საზოგადოება
29.02.2024 13:22
მარტიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება
 
2024 წლის 22 მარტიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება, - ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

რაც შეეხება გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციის პროცესს, ცესკოს ცნობით, რეგისტრაციის ვადად განსაზღვრულია 7-13 მარტი.

„სერტიფიცირების გამოცდისთვის რეგისტრაციის ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 7-13 მარტი. აღნიშნულ პერიოდში მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება გამოცდაზე დარეგისტრირდეს დისტანციურად ან გამოცდის სამდივნოების მეშვეობით. დისტანციური რეგისტრაციის ბმული სწავლების ცენტრის საიტზე განთავსდება და გააქტიურდება მიმდინარე წლის 7 მარტს. ამავე თარიღში გამოქვეყნდება საგამოცდო ცენტრებისა და გამოცდის სამდივნოების მისამართები“, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გამოცდები საქართველოს მასშტაბით გახსნილ 12 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.
კვირის ამბები