გორელმა ძიუდოისტებმა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სარეიტინგო ტურნირზე ერთი - პირველი, სამი - მეორე და ერთი მესამე ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრი თბილისში ჩატარდა და 2010-2011 წწ. დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
გორელთაგან ტურნირის გამარჯვებული ნიკა გოგაძე (42 კგ. კლუბი „გორიჯვარი“) გახდა.
მეორე ადგილი ზურა წკრიალაშვილმა (42 კგ.), გიორგი მანელიძემ (55კგ.) და რომა მეგრელიშვილმა (60 კგ.) დაიკავეს.
მესამეზე კი ლაშა სეხნიაშვილი (46 კგ.) გავიდა.
მეორე და მესამე ადგილზე გასული ყველა სპორტსმენი - გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს