საზოგადოება
02.03.2020 12:54
გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც  საკარანტინო ზონა მოეწყო, 4 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 3 სამხედროა, ერთი კი, სამოქალაქო პირი

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც  ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინააცით საკარანტინო ზონა მოეწყო, 4 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 3 სამხედროა, ერთი კი, სამოქალაქო პირი.

,,სამხედრო ჰოსპიტალი გადაკეთებულია საკარანტინო სივრცედ, რაც გულისხმობს იმას, რომ მივიღებთ მხოლოდ რისკ ჯგუფის პაციენტებს. მოვათავსებთ იზოლირებულ ბოქსებში და ასევე ნახევრადბოქსირებულ პალატებში, შესაბამისად, დავიცავთ ყველა იმ რეგულაციას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მოწოდებული. ამ ეტაპზე, სამხედრო ჰოსპიტალი მზად არის ყველანაირი სირთულეებისთვის. ჩვენ გვყავს სამი სამხედრო მოსამსახურე, სამივე მათგანი იმყოფება დაკვირვების ქვეშ, თუმცა, ანალიზებიდან გამომდინარე, არ უდასტურდებათ აღნიშნული ვირუსი. გვყავს ერთი სამოქალაქო პირიც, რომელსაც აგრეთვე არ დაუდასტურდა კორონავირუსი, ანუ, რეალურად, სამხედრო ჰოსპიტალში დაავადების დადასტურებული ფაქტი არ გვაქვს და პაციენტები იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.

სჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მთელი სიმძლავრით შეგვიძლია მივიღოთ 180 პაციენტამდე და აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ გვაქვს ცალ-ცალკე კორპუსები და შეგვიძლია გავმიჯნოთ ყველანაირი სირთულის პაციენტი“, - განაცხადა GMnews-თან თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.

 

კვირის ამბები