გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა მდინარე ტანას ხეობაში გამწვანების და დასუფთავების აქცია მოაწყეს.
ეკო აქტივობაში ადგილობრივებთან ერთად, დაცული ლანდშაფტის რეინჯერები და გერმანელი მოხალისეებიც მონაწილეობდნენ.
აქციის ფარგლებში, სოფლების - ბიისი, ბობნევი, ბოშური და ორმოცი მიმდებარე ტერიტორია, მდინარე ტანას ნაპირები და ცენტრალური გზის პირას არსებული ზონები დასუფთავდა.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს და ბოშურის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.