გორელმა ძიუდოისტმა ლუკა ბაბუციძემ (90 კგ.), ევროპის ღია პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეჯიბრი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩატარდა.
სპორტსმენმა პოლონელი, ფრანგი, ნიდერლანდელი და გერმანელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, ნახევარფინალში უნგრელ მეტოქესთან წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი კიდევ ერთ ფრანგ მეტოქეს სძლია.
ლუკა ბაბუციძე გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს