საფეხბურთო კლუბი „გორი“ 2013 წელს დაბადებულთა შორის „მშვიდობის თასი 2024“ ფინალში იასპარეზებს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, შეჯიბრში თექვსმეტი გუნდი მონაწილეობდა.
ტურნირის ფარგლებში, ადგილობრივმა გუნდმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ყველა მათგანი მოგებით დაასრულა.
ფინალური ეტაპი შაბათს, 2 მარტს, 17:00 საათზე დაიწყება. მატჩი თბილისში ჩატარდება. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, „გორი“ თბილისის „ინტერს“ და ‘გრანდს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, გორელთა მწვრთნელი ემზარ წკრიალაშვილი და გიორგი თედელურია.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს