საზოგადოება
26.02.2024 11:54
უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ღამის საათებში შენარჩუნდება ყინვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, თუმცა, ღამის საათებში ნავარაუდევია ყინვა.

რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, 27 თებერვალს, დღისით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +5 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში კი მოსალოდნელია -4 გრადუსი ყინვა.

-5 გრადუსი ღამით და +5 გრადუსია ნავარაუდევი გორში 28 თებერვალს.

29 თებერვალს დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი კვლავ -5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

მარტის დასაწყისში - 1-ელ, 2 და 3 მარტს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში კი -3 გრადუსამდე ყინვა შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების ცნობით, 4-5 მარტს გორში ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსამდე მოიმატებს, +1 გრადუსია ნავარაუდევი ღამით.

კვირის ამბები