საზოგადოება
26.02.2024 11:42
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, გორში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების განიხილვა მოეწყო.

სამუშაო შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე, სამხარეო ადმინისტრაციის და მერიის თანამშრომლები, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა ერთ-ერთი საჭირო და მნიშვნელოვანი რეფორმაა ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს საბოლოოდ მოაწესრიგებს საკუთების დაკანონების საკითხს და, შედეგად, სისტემა გამართული და მოწესრიგებული იქნება. იმისთვის, რომ რეფორმა სრულფასოვნად განხორცელდეს, საჯარო რეესტის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გავმართეთ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან შესაბამისი რეკომენდაციები მივიღეთ“, - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, გორის მუნიციპალიტეტში მომდევნო თვეებში სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები. პროექტით სარგებლობა კი სრულიად უფასოა. შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე, განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.

შეგახსენებთ, მიწის სისტემური რეგისტრაცია, საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (თვითმმართველი ქალაქების და ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (2022-2024 წ.წ.) გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო, ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

კვირის ამბები