საზოგადოება
26.02.2024 11:33
გორში მრავალსართულიანი ბინების ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში მრავალსართულიანი ბინების ეზოების რეაბილიტაცია ხორციელდება.

სამუშაოები გორის მერის მოადგილემ ნიკა ღვინიაშვილმა დაათვალიერა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, პროექტი გასულ წელს დაიწყო და 2023 წელს 30-მდე ეზო მოწესრიგდა.

პროექტის ფარგლებში, იგება ასფალტის საფარი და ეწყობა საფეხმავლოები. იმ ეზოებში კი, სადაც სასმელი და საკანალიზაციო სისტემები ამორტიზებულია, ხორციელდება სისტემის განახლებაც.

„გორის მუნიციპალიტეტის მერია მრავალსართულიანი ბინების ეზოების რეაბილიტაციას ახორციელებს. კორპუსის ეზოებს მერია 100 %-ით აფინანსებს. მრავალსართულიანი ბინების ეზოები დაზიანების მიხედვით შეირჩევა და რეაბილიტაცია წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები