გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის საჯარო სკოლას ჩოგბურთის მაგიდა გადაეცა.
საგანმანათლებლო დაწესებულებას სპორტული ინვენტარი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მაგიდის ჩოგბურთის შიდა ქართლის ფედერაციამ გადასცა.
საჩუქარი მოსწავლეებს ჩოგბურთის რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელმა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილემ გადასცეს.
დავით ღამბაღიძემ და ვასილ ბალახაძემ მოსწავლეებთან სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ცნობისთვის, მეღვრეკისი მერვე სოფელია, რომელსაც ჩოგბურთის მაგიდა გადაეცა. პროექტის ფარგლებში, სპორტული ინვენტარით მერეთის, ვარიანის, ქერეს, არბოს, საქაშეთის, სკრის და მეჯვრისხევის საჯარო სკოლაც აღიჭურვა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს