საზოგადოება
23.02.2024 12:57
სხვადასხვა დაავადების მქონე მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურების ხარჯებს გორის მუნიციპალიტეტის მერია დაუფინანსებს

გორის მერია, სხვადასხვა დაავადების მქონე მოქალაქეებს, სამედიცინო მომსახურეობას 2024 წელსაც დაუფინანსებს.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, გორის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული ფულადი დახმარებებით სარგებლობას შემდეგი პირები შეძლებენ: იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანები; ცერებრალური დამბლის მქონე ადამიანები; დაუნის სინდრომის მატარებელი მოქალქეები; არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე ადამიანები; კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80) დაავადების მქონეები; ჰიდროცეფალიით დაავადებული ადამიანები და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული ადამიანები. რაც შეეხება განკუთვნილ თანხას, წლის ლიმიტი 500 ლარია.

დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. მათ თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.

დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge

 

 

კვირის ამბები