საზოგადოება
23.02.2024 12:57
გორელი ახალგაზრდები პოლონეთში გაემგზავრნენ

გორელი ახალგაზრდები Erasmus +ის პროგრამის ფარგლებში, პოლონეთში გაემგზავრნენ.

გორის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, ისინი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში დარჩებიან და ტრენინგკურსში - „SPEAK UP! Every Voice Matters“ მიიღებენ მონაწილეობას.

ტრენინგკურსს გაივლიან, ასევე, ალბანეთის, საფრანგეთის, სერბეთის, ესპანეთის, უკრაინის, პოლონეთის და ჩეხეთის სხვადასხვა ფონდის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

როგორც გორის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, კურსის მიზანი მონაწილეების პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდების სამუშაო კომპეტენციების ამაღლება, ახალგაზრდებში Stop Motion ვიდეოს შექმნის ტექნიკური უნარების და ცოდნის განვითარებაა.

ცნობისთვის, ახალგაზრდების მგზავრობა და განთავსება სრულად დააფინანსა სააგენტოს პარტნიორმა ორგანიზაციამ - „Windmill Tree Foundation“.
კვირის ამბები