საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შესული ცვლილებების განხილვის და მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
განხილვას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების წარმომადგენლები, სამშენებლო კომპანიების და რეკრეაციული სივრცეების მოწყობით დაინტერესებული ის ორგანიზაციები ესწრებოდნენ, რომლებსაც ცვლილებები შეეხებათ.
„სამუშაო შეხვედრაზე შეკრებილებს კოდექსში შესულ ცვლილებებითან ერთად, ასევე, მიეწოდათ ინფორმაცია არსებული გამოცდილების შესახებ. გარდა ამისა, იმსჯელეს იმ საჭიროებებზეც, რომლებიც მუნიციპალიტეტებს კოდექსთან შესაბამისობაში საქმიანობის დაგეგმვის და განხორციელების კუთხით აქვთ“, - აცხადებენ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში.