საზოგადოება
23.02.2024 10:40
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

1921 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

თარიღი 2010 წელს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით დაწესდა.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის ხუთდღიან ბრძოლაში თბილისის სამხედრო სკოლის 510-მა იუნკერმა, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო, თავი მამაცური ბრძოლით ისახელა და სამშობლოს დასაცავად თავი გაწირა.

1921 წლის თებერვლის სისხლიან დღეებში თბილისის მისადგომებთან 10 იუნკერი დაიღუპა და 43 დაიჭრა. იუნკერებთან ერთად დაიღუპა მოწყალების და მარო მაყაშვილიც, რომელიც საარტილერიო დაბომბვას შეეწირა. მარო მაყაშვილი ცნობილი პოეტის, კოტე მაყაშვილის შვილი იყო და იგი ფრონტზე მოხალისედ ჩაეწერა. უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი წითელი ჯვრის რაზმს შეუერთდა. მარო მაყაშვილი პირველი ქართველი ქალია, რომელიც ქვეყნის ეროვნულ გმირად აღიარეს.

რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერები და სხვა მებრძოლები ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში არიან დაკრძალულები.

კვირის ამბები